„ლივერპული“ სალაჰის შემცვლელად ნიკო უილიამსს განიხილავს #1TVSPORT

08:32, 21.12.2025

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა ემზადება მოჰამედ სალაჰის სავარაუდო წასვლისთვის და განიხილავს ვარიანტებს შეტევის ხაზის გასაძლიერებად მომავალ სეზონში. კერძოდ, ინგლისის ჩემპიონი ინტერესს გამოთქვამს „ბილბაოს“ გარემარბის ნიკო უილიამსის მიმართ, თუმცა ამ გარიგებას შეიძლება ხელი შეუშალოს მაღალმა სატრანსფერო ღირებულებამ, – წერს გაზეთი Dailysports.

იტყობინებიან, რომ თავად ნიკო უილიამსი იმედოვნებს ინტერესს მადრიდის „რეალის“ მხრიდან მას შემდეგ, რაც „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გამორიცხა გარემარბის კატალონურ კლუბში გადასვლა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 23 წლის ესპანელმა ზაფხულში გაახანგრძლივა კონტრაქტი „ბილბაოსთან“ 2035 წლის ზაფხულამდე. ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად მითითებულია 95 მილიონი ევრო.

მიმდინარე სეზონში უილიამსმა ყველა ტურნირზე 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი