„ლივერპული“ სალაჰის შემცვლელად სამ კანდიდატს განიხილავს #1TVSPORT
„ლივერპული“ სალაჰის შემცვლელად სამ კანდიდატს განიხილავს #1TVSPORT

„ლივერპულმა“, შესაძლოა, დაახლოებით 140 მილიონი ევრო დახარჯოს მოჰამედ სალაჰის შესაცვლელად, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს კლუბს. როგორც ინტერნეტგამოცემა TEAMtalk-ი იტყობინება, მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე „ლივერპული“ სამ კანდიდატს განიხილავს.

ინგლისური კლუბის შორტლისტში არიან იან დიომანდი „ლაიპციგიდან“ და ენტონი გორდონი „ნიუკასლიდან“. მაგრამ „ლივერპულის“ მთავარი სამიზნე იქნება „ბაიერნის“ ფრანგი გარემარბი მაიკლ ოლისე, რომელიც 140 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

იტყობინებიან, რომ „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა ინარჩუნებს იმედს, რომ შეძლებს „ბაიერნის“ დარწმუნებას ფრანგი ფეხბურთელის გაყიდვაზე.