„ლივერპული“ სალაჰის შეცვლას „რეალის“ ერთ-ერთი ვარსკვლავით გეგმავს #1TVSPORT
„ლივერპული“ სალაჰის შეცვლას „რეალის“ ერთ-ერთი ვარსკვლავით გეგმავს #1TVSPORT

პრემიერლიგის ლიდერი „ლივერპული“ დაინტერესებულია „რეალის“ 24 წლის გარემარბის როდრიგოს შეძენით, – წერს გამოცემა El Nacional.

წყაროს ცნობით, ინგლისური გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის არნე სლოტისთვის როდრიგოა მოჰამედ სალაჰის იდეალური პოტენციური შემცვლელი. მისი სისწრაფე, დრიბლინგი და შედეგიანობა კარგად ერწყმის იმ სათამაშო სტილს, რომლის რეალიზებასაც ცდილობს ნიდერლანდელი მწვრთნელი „ენფილდზე“. ბრაზილიელი ფეხბურთელის ახალგაზრდა ასაკი და ზრდის პოტენციალი აქცევს მას მრავალწლიან სტრატეგიულ ინვესტიციად „ლივერპულისთვის“.

სალაჰის კონტრაქტი ამა წლის ზაფხულში იწურება, ეგვიპტელმა კი ამასწინ განაცხადა, რომ კლუბი არ აწარმოებს მასთან მოლაპარაკებებს ხელშეკრულების გაგრძელებაზე.

ამ სეზონში როდრიგომ ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.