„ლივერპული“ სალაჰის გასხვისებასა და მბაპეს შეძენას გეგმავს #1TVSPORT
„ლივერპული“ სალაჰის გასხვისებასა და მბაპეს შეძენას გეგმავს #1TVSPORT

„ლივერპული“ პსჟ-ს ახალგაზრდა სუპერვასრკვლავის, კილიან მბაპეს შეძენას შეეცდება, – იუწყება As.

გამოცემის ინფორმაციით, მერსისაიდელები ტრანსფერზე მოჰამედ სალაჰს დააყენებენ, რაც საშუალებას მისცემთ, რომ კილიან მბაპეს შესაძენად თავი სოლიდურ თანხას მოუყარონ. 

აღნიშნავენ, რომ სალაჰის გასხვისების მთავარი მოტივი „ლივერპულის“  მწვრთნელის, იურგენ კლოპისა და ეგვიპტელი ფეხბურთელის დაძაბული ურთიერთობაა.

მბაპეს გადმობირებაში „ლივერპულის“ ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი მადრიდის „რეალი“ იქნება. პრესაში ხშირად იწერება, რომ „სამეფო“ კლუბს აქვს პროექტი, რომელშიც კილიან მბაპე „რეალის“ წამყვანი ფეხბურთელი და სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს.