„ლივერპული“ „პორტუს“ ლუის დიასის ტრანსფერზე მოელაპარაკა #1TVSPORT
„ლივერპული“ „პორტუს“ ლუის დიასის ტრანსფერზე მოელაპარაკა #1TVSPORT

„ლივერპულმა“ და „პორტუმ“ მოილაპარაკეს ინგლისურ კლუბში კოლუმბიის ნაკრების ფორვარდის ლუის დიასის გადასვლის შესახებ, – ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

მისი მონაცემებით, „ლივერპული“ 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის. თავად დიასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

კოლუმბიელის გადაბირებით ასევე „ტოტენჰემი“ იყო დაინტერესებული.

2021-22 წლების სეზონში ფორვარდმა „პორტუში“ 28 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.