„რომას“ ფორვარდმა, პაულო დიბალამ შეიძლება კარიერა ინგლისში გააგრძელოს, – იტყობინება გაზეთი Il Romanista.
წყაროს ცნობით, 31 წლის არგენტინელზე პრეტენზიას აცხადებს „ლივერპული“. მერსისაიდელები უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის აგენტს. დიბალას, რომელსაც „რომასთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს, ტრავმის გამო 2025 წლის მარტიდან მოყოლებული არ უთამაშია.
გასულ სეზონში დიბალამ ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.