„ლივერპული“ „ოლიმპიაკოსის“ მცველის შეძენას გეგმავს
„ლივერპული“ „ოლიმპიაკოსის“ მცველის შეძენას გეგმავს

„ოლიმპიაკოსის“ მცველი კოსტას ციმიკასი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ინგლისური გრანდის ფეხბურთელი გახდეს, – იუწყება Goal.

გამოცემის ინფორმაციით, მერსისაიდელები ბერძნულ მხარესთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და გარიგება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შედგება.

ბერძენი ფეხბურთელის სატრანსფერო თანხად 13 მილიონი ევრო სახელდება.

კოსტას ციმიკასმა 2019/20 წლების სეზონში 46 მატჩი ჩაატარა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ციმიკასით მილანის „ინტერიც“ დაინტერესებულია.