„ლივერპული“ ნუნიესის ისაკში გაცვლას აპირებს #1TVSPORT
„ლივერპული“ ნუნიესის ისაკში გაცვლას აპირებს #1TVSPORT

„ლივერპული“ ახალი ცენტრალური ფორვარდის ძიებაშია და ინგლისურმა კლუბმა ორიგინალურ გადაწყვეტილებას მიაგნო.

როგორც გამოცემა Football Insider იტყობინება, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა „ნიუკასლის“ ფორვარდის ალექსანდერ ისაკის შეძენა.

„ნიუკასლი“ შვედ ფეხბურთელს 100 მილიონ ევროდ აფასებს და ამ თანხის შესამცირებლად „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა მზად არის შესთავაზოს მათ ისაკის დარვინ ნუნიესში გაცვლა.

მიმდინარე სეზონში ისაკმა პრემიერლიგის 23 მატჩში 17 გოლი გაიტანა.