„ლივერპული“ მზადაა ბარელაში 87 მილიონი გადაიხადოს #1TVSPORT
„ლივერპული“ მზადაა ბარელაში 87 მილიონი გადაიხადოს #1TVSPORT

ინტერნეტ-გამოცემა Fichajes-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ მომავალი სეზონისთვის ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს და ამისთვის „ინტერის“ ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა იდეალურ კანდიდატად მიაჩნია. ინგლისური კლუბი დიდი ხანია აკვირდება იტალიელ ფეხბურთელს და მოლაპარაკებების გააქტიურებას გეგმავს.

თუმცა, თავად „ინტერი“ არ აპირებს თავის ვარსკვლავთან გამოთხოვებას, რომლის კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მიუხედავად ამისა, იტალიურმა მხარემ შეიძლება შეიცვალოს აზრი, თუ „ლივერპულისგან“ დაახლოებით 87 მილიონ ფუნტს მიიღებს.

როგორც გამოცემა წერს, მერსისაიდული კლუბი მზად არის ამ თანხის გადასახდელად.