„ლივერპული“ მზად არის, „პარი სენ-ჟერმენს“ ბრედლი ბარკოლას ტრანსფერის თაობაზე კონკრეტული წინადადებით მიმართოს #1TVSPORT
„ლივერპული“ მზად არის, „პარი სენ-ჟერმენს“ ბრედლი ბარკოლას ტრანსფერის თაობაზე კონკრეტული წინადადებით მიმართოს, – ინფორმაციას ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტი საშა ტავოლიერი ავრცელებს.
ტავოლიერის თქმით, „ლივერპული“ „პარი სენ-ჟერმენის“ შეტევის ხაზის ერთ-ერთ ლიდერს ალექსანდერ ისაკის ალტერნატივად მიიჩნევს. „ნიუკასლი“ შვედი თავდამსხმელის გაშვებას იქამდე არ აპირებს, სანამ მის სათანადო შემცვლელს არ შეიძენს.
ინგლისის მოქმედ ჩემპიონს ბრედლი ბარკოლას ტრანსფერი, სავარაუდოდ, 100 მილიონ ევროზე ნაკლები არ დაუჯდება და სატრანსფერო პროცედურებიც რთული იქნება.
22 წლის ბარკოლა „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი 2023 წელს გახდა. გასულ სეზონში მან 21 გოლის გატანა მოახერხა და გუნდთან ერთად სამი ტიტული მოიგო, მათ შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა.