„ლივერპული“ მზად არის ორი ფეხბურთელი გაცვალოს ვიქტორ ოსიმენში #1TVSPORT
„ლივერპული“ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ნაპოლის“ 26 წლის ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით. ამის შესახებ წერს ინტერნეტ-გამოცემა TEAMtalk.
წყაროს ცნობით, ინგლისის ჩემპიონი მზად არის ნიგერიელი ფეხბურთელის გაცვლაზე გარიგებაში ჩართოს ფედერიკო კიეზა და დარვინ ნუნიესი. ბოლო დღეებში კლუბებს შორის გაიმართა წინასწარი მოლაპარაკებები ნუნიესისა და კიეზას მონაწილეობით.
აღნიშნავენ, რომ „ლივერპულს“ ასევე აქვს კონტაქტი ოსიმენის გარემოცვასთან. თავად ნიგერიელი ფეხბურთელი გახსნილია მერსისაიდულ კლუბში გადასვლისთვის. წინაღობა შეიძლება გახდეს ოსიმენის მოთხოვნა მაღალ ხელფასზე. მაგრამ თუ „ლივერპული“ გაყიდის ნუნიესსა და კიეზას, ამით წელიწადში 15 მილიონ ფუნტს დაზოგავს, რომელიც შეიძლება ოსიმენის ხელფასისთვის დახარჯოს.