„ლივერპული“ მზად არის, იანვარში ფლორიან ვირტცს დაემშვიდობოს #1TVSPORT
„ლივერპული“ მზად არის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას განიხილოს შეთავაზებები ნახევარმცველ ფლორიან ვირტცთან დაკავშირებით. როგორც გამოცემა Football Insider-ი წერს, თავად გერმანელი ფეხბურთელი დაინტერესებულია ბუნდესლიგაში დაბრუნებით და მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლით, თუ ეს კლუბი შეძლებს ინგლისელებთან მოლაპარაკებას.
წყაროს ცნობით, ვირტცის „ლივერპულიდან“ სეზონის შუაში წასვლა ნაკლებად არის მოსალოდნელი, მიუხედავად ამისა, „ბაიერნი“ ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და, შესაძლოა, მოამზადოს ოფიციალური წინადადება, რომელსაც ინგლისური კლუბი განიხილავს.
ვირტცის შეძენის ერთ-ერთ პრეტენდენტად ასევე სახელდება ლონდონის „ჩელსი“, რომლის ახალი მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო წარმატებით თანამშრომლობდა ნახევარმცველთან „ლევერკუზენში“ მუშაობის პერიოდში.