„ლივერპული“ მზად არის, ფაბიან რუისში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს
„ლივერპული“ მზად არის, ფაბიან რუისში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს

„ლივერპული“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ნაპოლის“ ნახევარმცველის ფაბიან რუისის შეძენას შეეცდება, – იუწყება Goal.com.

გამოცემის ინფორმაციით, მერსისაიდელები მზად არიან, რომ 23 წლის ესპანელში 80 მილიონი ევრო გადაიხადონ.

რუისის შეძენა ესპანურ გრანდებს „რეალსა“ და „ბარსელონასაც“ სურთ.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt.com ფაბიან რუისს 60 მილიონ ევროდ აფასებს.