„ლივერპული“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუჩანო სპალეტის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
„ლივერპული“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუჩანო სპალეტის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT

იტალიური გამოცემა Calcio Mercato Web-ი ირწმუნება, რომ „ლივერპული“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუჩანო სპალეტის განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ ინგლისურ კლუბს უახლოესი თვეების განმავლობაში დატოვებს იურგენ კლოპი.

„ლივერპულმა“ ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ სამი მოიგო და პრემიერლიგის გათამაშებაში მე-10 ადგილზეა, გარდა ამისა, გუნდი გამოვარდა ინგლისის თასისა და ინგლისის ლიგის თასის გათამაშებებიდან.

კლოპის კონტრაქტი მერსისაიდულ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მაგრამ გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ მან შეიძლება დატოვოს „ლივერპული“ ან გაათავისუფლონ პოსტიდან. მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში, „ლივერპულის“ ბოსებს სურთ, რომ გუნდს სათავეში ჩაუდგეს ლუჩანო სპალეტი, რომლის „ნაპოლი“ დამაჯერებლად ლიდერობს სერია A-ს გათამაშებას.