„ლივერპული“ მთავარ მწვრთნელად არნე სლოტის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
„ლივერპული“ მთავარ მწვრთნელად არნე სლოტის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „ლივერპულსა“ და რუბენ ამორიმს შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა და მერსისაიდული კლუბი მთავარი მწვრთნელის პოსტზე არნე სლოტის კანდიდატურას განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულის“ მოქმედი მწვრთნელი იურგენ კლოპი დაკავებულ თანამდებობას სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

აქამდე არსებული ცნობით, ლისაბონის „სპორტინგის“ 39 წლის დამრიგებელი ამორიმი ინგლისელთა მთავარი პრიორიტეტი იყო, თუმცა მასთან კონტრაქტის გარკვეულ დეტალებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება არნე სლოტს, 45 წლის ნიდერლანდელი „ფეიენოორდს“ 2021 წლიდან წვრთნის და გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატიც მოიგო.

„ლივერპულსა“ და სლოტს შორის პირველი შეხვედრა უკვე შედგა და, სხვა კანდიდატებთან შედარებით, ის უფრო ახლოსაა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდეს.