„ლივერპული“ მორიგ 100-მილიონიან ფეხბურთელს აკვირდება #1TVSPORT

12:44, 04.01.2026
TURIN, ITALY - NOVEMBER 29: Kenan Yildiz of Juventus FC celebrates after scoring the team's first goal during the Serie A match between Juventus FC and Cagliari Calcio at Allianz Stadium on November 29, 2025 in Turin, Italy. (Photo by Alberto Gandolfo/BSR Agency/Getty Images)

„ლივერპული“ აგრძელებს კანდიდატების შეგროვებას მოჰამედ სალაჰის შესაცვლელად.

იტალიური გამოცემის, Tuttosport-ის ინფორმაციით, მერსისაიდელები ყურადღებით აკვირდებიან „იუვენტუსის“ გარემარბს, ქენან ილდიზს.

თურქ ფეხბურთელს ამჟამად რთული ურთიერთობა აქვს ტურინულ კლუბთან ახალ კონტრაქტზე უთანხმოების გამო. თუ ქენანი გადაწყვეტს ტურინის დატოვებას, „ლივერპული“ მზად არის, მას წინადადებით მიმართოს.

ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში. „იუვენტუსი“ მას, მინიმუმ, 100 მილიონ ევროდ აფასებს.

ამ სეზონში 20 წლის ილდიზმა 27 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი