„ლივერპული“ მოჰამედ სალაჰის შემცვლელად იან დიომანდეს განიხილავს #1TVSPORT

16:10, 23.05.2026

„ლივერპული“ „ლაიფციგის“ 19 წლის შემტევით, იან დიომანდეთი სერიოზულად არის დაინტერესებული. მერსისაიდელები ახალგაზრდა ფეხბურთელს მოჰამედ სალაჰის შემცვლელად მოიაზრებენ, – ინფორმაციას The Athletic-ის ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებს.

გერმანიაში ჩატარებული შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ დიომანდემ არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო. მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების ფონზე, „ლაიფციგი“ თავისი ფეხბურთელის გაყიდვას არ ჩქარობს და გეგმავს, რომ ის გუნდში, მინიმუმ, ერთი სეზონით მაინც დატოვოს. თუმცა, თუ კლუბი სოლიდურ შეთავაზებას მიიღებს, ტრანსფერი, შესაძლოა, მაინც შედგეს – გერმანელები მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტს ითხოვენ.

„ლივერპულს“ ამ ტრანსფერში კონკურენციას „პარი სენ-ჟერმენი“ უწევს, რომელიც მოვლენათა განვითარებას თვალყურს აქტიურად ადევნებს.

გასულ სეზონში ჩატარებულ 36 შეხვედრაში დიომანდემ 13 გატანილი გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.

მსგავსი