„ლივერპული“ „მილანთან“ დამარცხდა - გიორგი მამარდაშვილმა შეცვლაზე ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
„ლივერპული“ „მილანთან“ დამარცხდა - გიორგი მამარდაშვილმა შეცვლაზე ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ აზიურ ტურნეში პირველი ამხანაგური შეხვედრა „მილანთან“ გამართა და 2:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მეკარე ინგლისური გრანდის სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ამჯერად კარში ალისონ ბეკერი დააყენა, ქართველი კი შეცლაზე შეიყვანა.

ანგარიში რაფა ლეაომ გახსნა, რასაც დომინიკ სობოსლაიმ ზუსტი დარტყმით უპასუხა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. იტალიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ნახევარში ლოფტუს-ჩიკის და ნოა ოკაფორის გოლებით მოიპოვეს. მართალია კოდი გაკპომ (90+3) ანგარიში შეამცირა, მაგრამ ოკაფორიმ (90+4) ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ლივერპული“ შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას 30 ივლისს გამართავს. ინგლისური გრანდი იაპონურ „იოკოჰამას“ დაუპირისპირდება.