„ლივერპული“ მბაპეს შეძენას შეეცდება, თუ ზაფხულში სალაჰს გაყიდის #1TVSPORT
„ლივერპული“ მბაპეს შეძენას შეეცდება, თუ ზაფხულში სალაჰს გაყიდის #1TVSPORT

„ლივერპული“ კვლავინდებურად დაინტერესებულია „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის, კილიან მბაპეს შეძენით, – ამტკიცებს ინტერნეტგამოცემა TeamTalk-ი.

წყაროს ცნობით, კლუბმა შეიძლება იბრძოლოს 24 წლის ფრანგი ფეხბურთელისთვის იმ შემთხვევაში, თუ მომავალი წლის ზაფხულში მოჰამედ სალაჰს გაყიდის. ადრე იტყობინებოდნენ, რომ 31 წლის ეგვიპტელის გადაბირებით საუდის არაბეთის კლუბები არიან დაინტერესებულნი.

მბაპეს კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2023-24 წლების სეზონის ბოლოს იწურება. ამ სეზონში მან 17 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

სალაჰის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში ასეთია: 18 ოფიციალურ მატჩში 12 გოლი და ხუთი საგოლე პასი.