„ლივერპული“ მაკ ალისტერისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს #1TVSPORT
„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, ალექსის მაკ ალისტერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, – ინფორმაციას ჟურნალისტი სმაილ მაჰმუდი ავრცელებს.
მაკ ალისტერის მიმართ ინტერესს სამი ევროპული გრანდი – მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ იჩენს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, მერსისაიდელები ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებენ.
არგენტინელს „ლივერპულთან“ მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. სექტემბერში მაკ ალისტერმა საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ კლუბი მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს არ იწყებდა.
ალექსის მაკ ალისტერი „ლივერპულს“ 2023 წლის ზაფხულში „ბრაიტონიდან“ შეუერთდა. არგენტინელი ნახევარმცველი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონია.