„ლივერპული“ ლიგის თასიდან გასვლით იმუქრება
„ლივერპული“ ლიგის თასიდან გასვლით იმუქრება

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ინგლისის ლიგის თასზე „არსენალთან“ შთამბეჭდავი მერვედფინალის (5:5, პენალტებით – 5:4) შემდეგ აღნიშნა, რომ მისმა შეგირდებმა, შესაძლოა, უარი თქვან ტურნირის გაგრძელებაზე.

მეოთხედფინალები დაგეგმილია 17-18 დეკემბერს, ხოლო „ლივერპულს“ ამავე პერიოდში ელოდება დოჰაში კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის რანგში.

„თუ მათ არ გამოუვათ საჭირო თარიღის გამოძებნა ჩვენთვის, მაშინ ვერ ვითამაშებთ და ჩვენი მეტოქე გავა შემდეგ ეტაპზე. არ ვაპირებთ ვიყოთ მსხვერპლნი ამ საკითხში“, – განუცხადა კლოპმა BBC-ის ჟურნალისტს.

„ლივერპულს“ მართლაც უკიდურესად დაძაბული გრაფიკი ელოდება დეკემბერში. ამ თვეში გუნდმა ცხრა მატჩი უნდა ჩაატაროს.