„ლივერპული“ კლოპთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს იწყებს #1TVSPORT
„ლივერპული“ კლოპთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს იწყებს #1TVSPORT

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაგრძელება სურს მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპთან, – დაწერა საკუთარ „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელები მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს ხანში აპირებენ. კლოპის მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში იწურება. „ლივერპულში“ სურთ, რომ გერმანელ სპეციალისტთან მრავალწლიანი ხელშეკრულება გააფორმონ.

54 წლის კლოპი „ლივერპულში“ 2015 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი თითოჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ინგლისის ლიგის თასისა და უეფას სუპეთასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგისა და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული.