„ლივერპული“ ჯეიდონ სანჩოსთვის ბრძოლაში ჩაება
„ლივერპული“ ჯეიდონ სანჩოსთვის ბრძოლაში ჩაება
„დორტმუნდის“ შემტევი ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო „ლივერპულის“ ინტერესთა სფეროში მოექცა, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა Daily Mail-მა. მერსისაიდელებმა გერმანულ კლუბს საკუთარი დაინტერესების შესახებ უკვე შეატყობინეს.
19 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში „ლივერპულს” კონკურენციას გაუწევენ „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“ და „ბარსელონა“.
„ლივერპულში“ იმედოვნებენ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის კარგი ურთიერთობა „დორტმუნდთან“ ახალგაზრდა მოთამაშის ტრანსფერში დაეხმარებათ.
ჯეიდონ სანჩოს კონტრაქტი „დორტმუნდთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.