მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი იოზუა კიმიხი „ლივერპულის“ ინტერესთა სფეროში მოექცა, – ამის შესახებ წერს გაზეთ Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის კიმიხის კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა აგრძელებს მოლაპარაკებებს ხელშეკრულების გაგრძელებაზე.
ამ სეზონში კიმიხმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.