„ლივერპული“ ინგლისურ კლუბებს შორის ლიდერი გახდა ჯამური ტიტულების რაოდენობით

10:06, 26.06.2020

ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მეცხრამეტედ მოპოვების შემდეგ, „ლივერპული“ სუფთა პირველ ადგილზე გადავიდა ინგლისურ კლუბებს შორის ტიტულების რაოდენობით.

ქვეყნის ჩემპიონობის გარდა, მერსისაიდელებს შვიდჯერ აქვთ მოგებული ინგლისის თასი, რვაჯერ – ინგლისის ლიგის თასი და ცხრაჯერ – ევროთასები. ჯამში „ლივერპულს“ ისტორიაში 43 ტიტული აქვს.

„წითლებმა“ გაუსწრეს „მანჩესტერ იუნაიტედს“, რომელსაც 42 ტიტული მოუგია.

მსგავსი