„ლივერპული“ ინგლისის თასს დაემშვიდობა
„ლივერპული“ ინგლისის თასს დაემშვიდობა

პრემიერლიგის ლიდერი „ლივერპული“ ინგლისის თასის გათამაშებიდან გავარდა. იურგენ კლოპის გუნდი მერვედფინალურ ეტაპზე სტუმრად „ჩელსისთან“ 0:2 დამარცხდა. ლონდონელთა მხრიდან გოლები ვილიანმა და როს ბარკლიმ გაიტანეს. „ჩელსი“ მატჩში სრულ უპირატესობას ფლობდა და ორი გოლის გარდა, კიდევ სამჯერ ძელს გაარტყა ბურთი.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში სტუმრად 0:3 წააგო „უოტფორდთან“. „წითლებმა“ ბოლო ერთ წელიწადსა და ორ თვეში პირველად წააგეს ზედიზედ ორი მატჩი, 2014 წლის შემდეგ კი პირველად დამარცხდნენ სტუმრად ზედიზედ სამ შეხვედრაში. გარდა ამისა, „ლივერპულს“ ბოლო ოთხ მატჩში სამი წაგება დაუგროვდა, იმდენი, რამდენიც მანამდე 66 მატჩში ჰქონდა.