„ლივერპული“ ინგლისის თასის მფლობელი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ლივერპული“ ინგლისის თასის მფლობელი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

„ლივერპულმა“ ინგლისის თასის ფინალში „ჩელსი“ დაამარცხა. შეხვედრა „უემბლის“ სტადიონზე გაიმართა.

გუნდებმა ვერ შეძლეს გოლის გატანა ძირითად და დამატებით დროში. პენალტების სერიაში „ლივერპულმა“ 6:5 მოიგო. ბოლო პენალტი „ჩელსის“ მხრიდან მეისონ მაუნტმა გააფუჭა.

 

ფაქტები

* „ლივერპულმა“ 2006 წლის შემდეგ პირველად მოიგო ინგლისის თასი. ეს მისი მერვე გამარჯვებაა. მასზე წინ არიან – „არსენალი“ (14) და „მანჩესტერ იუნაიტედი“ (12).

* „ჩელსიმ“ ინგლისის თასის ფინალებში წაგებების რაოდენობით ანტირეკორდი გაიმეორა – რვა მარცხი.

* იურგენ კლოპი პირველი მწვრთნელია „ლივერპულის“ ისტორიაში, რომელმაც მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასი და ინგლისის ლიგის თასი. აქამდე ასეთი რამ მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა შეძლო.

* კლოპმა კარიერაში მე-11 ტიტული მოიგო, აქედან ექვსი „ლივერპულთან“ ერთად.

* „ჩელსიმ“ ზედიზედ მესამედ წააგო ინგლისის თასის ფინალი. 2020 წელს დამარცხდა „არსენალთან“ (1:2), 2021 წელს – „ლესტერთან“ (0:1).

* „ლივერპულმა“ ამ სეზონში „ჩელსის“ მეორე ფინალი მოუგო პენალტების სერიაში. 27 თებერვალს, ინგლისის ლიგის თასის ფინალში მერსისაიდელებმა 11 პენალტი გაიტანეს, „ჩელსიმ“ – 10.