„ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასიდან გარიცხვას გადაურჩა
„ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასიდან გარიცხვას გადაურჩა

პრემიერლიგის ლიდერმა „ლივერპულმა“ თავიდან აიცილა ინგლისის ლიგის თასის გათამაშებიდან გარიცხვა. კლუბს ამგვარი საფრთხე მას შემდეგ დაემუქრა, რაც ის მოთამაშე გამოიყენა, ვისაც ტურნირზე თამაშის უფლება არ ჰქონდა.

ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალში „მილტონის“ (2:0) წინააღმდეგ, ესპანელი ნახევარმცველი პედრო ჩირიველია მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა მინდორზე. 2018-19 წლების სეზონში, ამ ფეხბურთელმა იჯარით ითამაშა ესპანურ „ექსტრემადურაში“ და ინგლისში დაბრუნების შემდეგ, „ლივერპულში“ თამაშის უფლება უნდა აეღო, რაც არ გააკეთა. ასე რომ, მერსისაიდელებს არ ჰქონდათ მისი მინდორზე შეშვების უფლება.

„ლივერპულს“ ტურნირიდან გარიცხვა ემუქრებოდა, მაგრამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ამის ნაცვლად, კლუბი 200 ათასი ფუნტით დააჯარიმა. აქედან 100 ათასი პირობითი სასჯელია 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე.

ინგლისის ლიგის თასის 1/8 ფინალში „ლივერპული“ თავის მოედანზე „არსენალს“ მიიღებს.

დატოვე კომენტარი