„ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონია - პირველად ბოლო 30 წელიწადში
„ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონია - პირველად ბოლო 30 წელიწადში

„ლივერპული“ ვადაზე ადრე გახდა ინგლისის ჩემპიონი. იურგენ კლოპის გუნდმა ტიტული მას შემდეგ გაიფორმა, რაც ხუთშაბათს მისმა უახლოესმა მდევარმა „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად წააგო „ჩელსისთან“. ამ მატჩის შემდეგ, „ლივერპული“ მიუღწეველი გახდა პეპ გვარდიოლას გუნდისთვის.

„ჩელსიმ“ 2:1 გაიმარჯვა. ლონდონელთა მხრიდან გოლები გაიტანეს კრისტიან პულიშიჩმა და ვილიანმა პენალტით. „სიტიში“ თავი ეფექტური ჯარიმით კევინ დე ბრუინმა გამოიჩინა.

სხვათა შორის. ექვსი წლის წინ, „ჩელსი“ ასევ ჩაერია „ლივერპულისა“ და „სიტის“ საჩემპიონო რბოლაში და მაშინ ტიტული მანჩესტერებელს დარჩათ.

„ლივერპული“ მეცხრამეტედ გახდა ინგლისის ჩემპიონი. ბოლო ტრიუმფი 1990 წლით თარიღდება. იმ მომენტისთვის პრემიერლიგა არ არსებობდა. ეს ტურნირი 1992-93 წლების სეზონის წინ დაარსდა და „ლივერპული“ მისი რიგით მეშვიდე გამარჯვებულია.