„ლივერპული“ „ფულემის“ 16 წლის თავდამსხმელს იმატებს
„ლივერპული“ „ფულემის“ 16 წლის თავდამსხმელს იმატებს

„ფულემის“ ახალგაზრდა თავდამსხმელი ჰარვი ელიოტი „ლივერპულში“ გადადის, – იტყობინება ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ (The Telegraph).

16 წლის შემტევისთვის „რეალ მადრიდი“ და „პარი სენ-ჟერმენიც“ იბრძოდნენ. ელიოტი ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა – მისი ასაკი პირველი მატჩის დროს 16 წელი და 30 დღე იყო.

მას პროფესიული კონტრაქტის გაფორმება მომავალი წლის აპრილში შეეძლება. 2018/2019 წლების სეზონზე ახალგაზრდა თავდამსხმელმა 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა ხუთი შედეგიანი გადაცემა.