„ლივერპული“ ფრენკი დე იონგში 40 მილიონს იხდის #1TVSPORT
„ლივერპული“ „ბარსელონას“ ნახევარმცველს ფრენკი დე იონგს განიხილავს რაიან გრავენბერხის იდეალურ შემცვლელად, რომლითაც, თავის მხრივ, მადრიდის „რეალი“ ინტერესდება.
გამოცემა Football365-ის ინფორმაციით, „ლივერპულს“ სურს ფრენკი დე იონგის კატალონური გრანდიდან შეძენა, თუ რაიან გრავენბერხი „რეალში“ გადასვლას გადაწყვეტს. ინგლისური კლუბი აპირებს ისარგებლოს დე იონგის დღევანდელი სიტუაციით კლუბში და შეიძლება 40 მილიონი ევრო შესთავაზოს „ბარსელონას“.
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა პირადად შესთავაზა კლუბის ხელმძღვანელობას ნიდერლანდელი ნახევარმცველის გაფორმება. 27 წლის დე იონგმა გასული სეზონის დიდი ნაწილი კოჭის ტრავმის გამო გამოტოვა და საერთო ჯამში, კლუბსა და ნაკრებში 47 მატჩი გაუცდა. ამ სეზონში მან 12 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.