„ლევერკუზენის“ ნახევარმცველის ფლორიან ვირტცის წარმომადგენლები ინგლისს ესტუმრნენ, სადაც მოლაპარაკებები გამართეს „ლივერპულის“ ხელმძღვანელობასთან, – წერს გერმანული გაზეთი Kicker.
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელისთვის იბრძვის სამი ტოპ-კლუბი: „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“.
ამასთან, „ბაიერნში“ ეჭვი არ ეპარებათ, რომ გაიფორმებენ ვირტცს – ჭორების თანახმად, ფეხბურთელმა დაპირება მისცა მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელებს.
ამ სეზონში ფლორიან ვირტცმა 16 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა დააგროვა ყველა ტურნირზე.