„ლივერპული“ ევროპის ლიგიდან გავარდა, 1/2-ფინალში ასპარეზობას ორი იტალიური გუნდი გააგრძელებს [ვიდეო] #1TVSPORT
„ლივერპული“ ევროპის ლიგიდან გავარდა, 1/2-ფინალში ასპარეზობას ორი იტალიური გუნდი გააგრძელებს [ვიდეო] #1TVSPORT

„ლივერპული“ გავარდა, „ლევერკუზენმა“ ისევ არ წააგო. ევროპის ლიგაზე 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა.

ფაქტები:

* „რომა“ ზედიზედ მეოთხე სეზონში გავიდა ევროტურნირების 1/2-ფინალში.

* „რომამ“ ბოლო სამ სეზონში 10-დან 10 ორრაუნდიანი დაპირისპირება მოიგო ევროტურნირების პლეი ოფში.

* „რომას“ მცველმა ჯანლუკა მანჩინიმ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა. მან ორივე მატჩში გაუტანა „მილანს“, აგრეთვე გაიტანა „ლაციოს“ წინააღმდეგ.

* „მილანს“ ბოლო სამ მატჩში ორი წაგება და ერთი ფრე აქვს. მანამდე იყო შვიდმატჩიანი მოგებების სერია ყველა ტურნირზე.

* ლევერკუზენს” პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი დარტყმა ჰქონდა, მის მეტოქეს – ცხრა დარტყმა და აქედან ხუთი – ზუსტი.

* ლევერკუზენის” წაუგებელი სერია 44 მატჩამდე გაიზარდა – 38 მოგება და 6 ფრე. ჩაბი ალონსოს გუნდი ამ სეზონში დაუმარცხებელია.

* „ატალანტა“ თავის ისტორიაში პირველად გავიდა ევროტურნირების ნახევარფინალში.

* „ლივერპული“, ზედიზედ მეორე სეზონია, ვერ ახერხებს ევროტურნირებზე 1/4-ფინალზე შორს გასვლას.

* „ლივერპული“ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორ ტურნირს გამოეთიშა – ინგლისის თასსა და ევროპის ლიგას. გარდა ამისა, გინდმა დაკარგა ლიდერობა პრემიერლიგაში.

* ევროპის ლიგა ერთადერთი ტურნირია, რომელიც იურგენ კლოპს „ლივერპულთან“ ერთად არ მოუგია. გერმანელმა ინგლისურ კლუბთან ერთად რვა ტიტული მოიგო – პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასი, ორჯერ ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, უეფა-ს სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი.

 

რომა-მილანი                     2:1 (1:0)

გოლები: 1:0 მანჩინი (12), 2:0 დიბალა (22), 2:1 გაბია (85)

გაძევება: ჩელიქი (31. რომა)

 

მარსელი-ბენფიკა            1:0 პენ. 4:2 (1:2)

გოლი: 1:0 პემი (79)

 

ვესტ ჰემი-ლევერკუზენი              1:1 (0:2)

გოლები: 1:0 ანტონიო (13), 1:1 ფრიმპონგი (89)

 

ატალანტა-ლივერპული              0:1 (3:0)

გოლი: 0:1 სალაჰი (7-პენ)

 

1/2-ფინალში ხვდებიან

ლევერკუზენი-რომა

ატალანტა-მარსელი

პირველი მატჩები 2 მაისს გაიმართება, განმეორებითი – 9 მაისს. ფინალს 22 მაისს დუბლინი უმასპინძლებს.