„ლივერპული“ დიბალას დაუკავშირდა - ფეხბურთელი კლუბის შეცვლას დათანხმდა #1TVSPORT
„ლივერპული“ დიბალას დაუკავშირდა - ფეხბურთელი კლუბის შეცვლას დათანხმდა #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ფორვარდი პაულო დიბალა მზად არის გუნდის დასატოვებლად. არგენტინელი ფეხბურთელი „ლივერპულის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. ეს ინფორმაცია საკუთარი „ტვიტერის“ მეშვეობით იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა.

წყაროს ცნობით, ინგლისელები უკვე დაუკავშირდნენ დიბალას. არგენტინელი დათანხმდა კლუბის შეცვლას.

28 წლის ფორვარდის კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ასე რომ, „ლივერპული“ დიბალას უფასოდ მიიღებს.

მიმდინარე სეზონში პაულო დიბალამ 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი