„ლივერპული“ და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ახალ კონტრაქტზე კვლავ ვერ თანხმდებიან #1TVSPORT

15:50, 17.12.2024

„ლივერპული“ გუნდის მარჯვენა მცველს, ინგლისელ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ახალი კონტრაქტის დეტალებზე კვლავ ვერ უთანხმდება.

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლუბი მზადაა, ინგლისელს კვირაში 250 000 ფუნტი გადაუხადოს, თუმცა ალექსანდერ-არნოლდის მხარე 350 000 ფუნტს ითხოვს.

ამავდროულად, სიტუაციას აკვირდება მადრიდის „რეალი“. ესპანური გრანდის ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი ცდილობს, ალექსანდერ-არნოლდი „სამეფო კლუბში“ გადასვლაში დაარწმუნოს.

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველს „ლივერპულთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლის ივნისში ეწურება.

მსგავსი