„ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ ზაგრების „დინამოს“ ნახევარმცველით დაინტერესდნენ
„ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ ზაგრების „დინამოს“ ნახევარმცველით დაინტერესდნენ

ინგლისური კლუბები – „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ ზაგრების „დინამოს“ 21 წლის ნახევარმცველ დანი ოლმოს მიმართ ინტერესს გამოხატავენ. „სქაი სპორტსის“ (Sky Sports) ინფორმაციით, ორივე კლუბი მომავალი ზაფხულისთვის შეეცდება ფეხბურთელის შეძენას.

ახალგაზრდა მოთამაშით ასევე დაინტერესდნენ „ბაიერნი“, „ვალენსია“ და „მილანი“. ხორვატული კლუბი მას 43 მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონზე, ნახევარმცველმა ცხრა თამაში ჩაატარა და ხუთი ბურთის გატანა მოახერხა.

დატოვე კომენტარი