„ლივერპული“ და სალაჰი ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ისევ ვერ თანხმდებიან #1TVSPORT
„ლივერპულის“ ეგვიპტელი თავდამსხმელის, „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის, მოჰამედ სალაჰის განცხადებით, ინგლისურ კლუბთან ახალი ხელშკერულების დეტალებზე შეთანხმება ახლოს არაა.
„ამ ეტაპზე ჟურნალისტებთან დეტალების გამჟღავნება არ მსურს. კონტრაქტის გაგრძელებასთან ახლოს არ ვართ, არაფერი შეცვლილა. მხოლოდ გუნდზე ვარ ორიენტირებული და მსურს, სეზონის ბოლოს ინგლისის პრემიერლიგა მოვიგოთ“, – განაცხადა სალაჰმა.
მოქმედი ხელშეკრულება სალაჰსა და „ლივერპულს“ შორის 2025 წლის ივნისში სრულდება. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ის თავისუფალი აგენტი გახდება.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ეგვიპტელმა ფეხბურთელმა 18 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა, ორივე მაჩვენებელი ჩემპიონატში საუკეთესოა.