„ლიონის“ შემტევ ნახევარმცველს რაიან შერკის აქვს შანსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას უფრო მაღალი დონის გუნდში გადავიდეს.
ონლაინ-გამოცემა RMC Sport წერს, რომ ერთბაშად ორი ტოპ-კლუბი აპირებს იანვარში წინადადებით მიმართოს „ლიონს“ შერკის თაობაზე.
პირველი კლუბია „პარი სენ-ჟერმენი“, რომელსაც სურს მოედნის ცენტრში კრეატივი დაუმატოს გუნდის მოქმედებას, შერკი კი იდეალურად მოერგება პარიზული კლუბის ახალ კონცეპციას, რომელიც ითვალისწინებს ფრანგული ფეხბურთის მთავარი ტალანტების გაფორმებას.
ასევე შერკიზე პრეტენზიას აცხადებს „ლივერპული“, რომელსაც პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში უნდა შეტევის კიდევ უფრო გაძლიერება.