„ლივერპული“ და „ნიუკასლი“ ისაკის ტრანსფერზე შეთანხმდნენ – ეს იქნება პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგება #1TVSPORT
„ნიუკასლმა“ შეთანხმებას მიაღწია „ლივერპულთან“ ალექსანდრ ისაკის გაყიდვაზე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.
გარიგების ღირებულება იქნება 130 მილიონი ფუნტი, რითიც პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განხორციელდება. აქამდე ყველაზე ძვირფასი გარიგება იყო 2025 წლის ზაფხულში ფლორიან ვირტცის „ლევერკუზენიდან“ „ლივერპულში“ გადასვლა 108 მილიონ ფუნტად.
ისაკი 1 სექტემბერს გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რის შემდეგაც შვედეთის ნაკრებში გაემგზავრება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შეარჩევი მატჩების ჩასატარებლად.
გასულ სეზონში ისაკმა პრემიერლიგის 34 მატჩში 23 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.