„ლივერპული“ და „ლევერკუზენი“ ფლორიან ვირცის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან #1TVSPORT
„ლივერპული“ და ლევერკუზენის „ბაიერი“ ფლორიან ვირცის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აქტიურად და წარმატებით აწარმოებენ.
გერმანული გამოცემა Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმების მიღწევას მოკლე ვადაში ცდილობენ და მოლაპარაკებები უკვე ფინალურ სტადიაშია.
21 წლის ფლორიან ვირცი გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად ითვლება. გასულ სეზონში მან გადამწყვეტი როლი ითამაშა გერმანიის ჩემპიონატისა და თასის მოგებაში „ლევერკუზენის“ რიგებში.
შეგახსენებთ, რომ ვირცის მიმართ ინტერესს სხვა გრანდებიც იჩენდნენ, თუმცა „ლივერპული“ ამ ეტაპზე ფავორიტად ითვლება. ბრიტანელები მის სანაცვლოდ, დაახლოებით, 100 მილიონ ევროს იხდიან.