„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ბილეთების განაწილებით უკმაყოფილოა
„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ბილეთების განაწილებით უკმაყოფილოა

„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე განაწილებული ბილეთებით უკმაყოფილოა, იტყობინება „ინდეპენდენტი“ (Independent).

ინგლისურმა კლუბმა ფინალურ შეხვედრაზე 16 613 ბილეთი მიიღო. დაპირისპირება მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება. სტადიონი 64 ათასი მაყურებელი იტევს.

„ლივერპულის“ აღმასრულებელი დირექტორი პიტერ მური ბილეთების განაწილების საკითხზე საუბარს უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინისთან აპირებს. შეხვედრა მომდევნო კვირაშია დაგეგმილი.

ჩემპიონთა ლიგის 2018/2019 სეზონის ფინალური შეხვედრა „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემს“ შორის პირველ ივნისს გაიმართება.