„ლივერპული“  ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია, „არსენალი“ და პსჟ სამეულში არიან, „ბარსელონა“ - მეხუთეა, „რეალი“ - მეშვიდე, „იუვენტუსი“ - მე-19 #1TVSPORT
„ლივერპული“  ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია, „არსენალი“ და პსჟ სამეულში არიან, „ბარსელონა“ - მეხუთეა, „რეალი“ - მეშვიდე, „იუვენტუსი“ - მე-19 #1TVSPORT

სტატისტიკური პორტალის, Opta-ს ვერსიით, „ლივერპული“ 2025-26 წლების ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია.

Opta-ს სუპერკომპიუტერზე ჩატარებული 10 ათასი სიმულაციის შედეგად არნე სლოტის გუნდს ტურნირის მოგების ყველაზე მაღალი შანსი გააჩნია – 20.4 პროცენტი.

„ლივერპულის“ შემდეგ მოდის „არსენალი“ – 16 პროცენტი. სამეულშია მოქმედი გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ – 12,1%.

TOP-10-ში ასევე მოხვდნენ: „მანჩესტერ სიტი“ (8,4%), „ბარსელონა“ (8,4%), „ჩელსი“ (7%), „რეალი“ (5,8%), „ბაიერნი“ (4,3%), „ინტერი“ (3%) და „ნიუკასლი“ (3%).

რეიტინგის მეორე ნაწილში, რომელშიც 20 გუნდისგან შედგება, მოხვდნენ: „ბენფიკა“ (1,7%), „ნაპოლი“ (1,4%), „ტოტენჰემი“ (1,1%), „დორტმუნდი“ (0,9%), „ბრიუგე“ (0,9%), „სპორტინგი“ (0,8%), „ლევერკუზენი“ (0,7%), „ატლეტიკო“ (0,6%), „იუვენტუსი“ (0,6%) და „ატალანტა“ (0,6%).