„ლივერპული“ ბრაზილიის ნაკრების გარემარბისთვის სარეკორდო ტრანსფერს ამზადებს #1TVSPORT

21:01, 14.09.2026

„ლივერპული“ სერიოზულ დაინტერესებას გამოხატავს „ბორნმუთისა“ და ბრაზილიის ნაკრების გარემარბის, რაიანის მიმართ. ამის შესახებ წერს ინტერნეტგამოცემა TEAMtalk-ი.

რაიანის კონტრაქტი „ბორნმუთთან“ 2031 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევროს ოდენობით, მაგრამ შესაბამისი პუნქტი ამოქმედდება მხოლოდ 2027 წელს. „ლივერპული“ ბრაზილიელს მოჰამედ სალაჰის ერთ-ერთ შემცვლელად განიხილავს.

თუ გარიგება აღნიშნულ თანხაზე შედგება, რაიანი გახდება „ლივერპულის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი.

2026-27 წლების სეზონში ბრაზილიელმა პრემიერლიგაში ოთხი მატჩი ჩაატარა, მაგრამ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

მსგავსი