ლივერპული - ბარსელონა ციფრებში
ლივერპული - ბარსელონა ციფრებში

1. „ლივერპული“ მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (უფრო მეტჯერ ფინალი უთამაშიათ „რეალს“ – 16, „მილანსა“ – 11 და „ბაიერნს“ – 10).
2. „ლივერპული“ 2009 წლის შემდეგ პირველი ინგლისური გუნდია, რომელიც ზედიზედ ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
3. ისტორიაში მეოთხედ, გუნდი გავიდა მომდევნო ეტაპზე პირველი მატჩის სამი ან მეტი ბურთით წაგების შემდეგ („ბარსელონამ“ ზედიზედ მეორე სეზონში გაუშვა ხელიდან ამგვარი უპირატესობა).
4. „ბარსელონამ“ წააგო ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ოთხი ნახევარფინალიდან სამი.
5. „ბარსელონა“ ინგლისურ გუნდებთან ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა.
6. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს 2018-2019 წლების სეზონზე ყველა ტურნირზე 14 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.
7. დივოკ ორიჯიმ პირველად გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. ის 50-ე ფეხბურთელია „ლივერპულის“ ისტორიაში, ვისაც ამ ტურნირზე გოლი გაუტანია.
8. ჯორჯინიო ვიინალდუმი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „ბარსელონას“ ორი გოლი გაუტანა შეცვლაზე შესვლის შემდეგ.
9. ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ ყველა საგოლე მცდელობაში მიიღო მონაწილეობა – ხუთი დარტყმა, სამი შექმნილი მომენტი.