„ლივერპული“ „ბაიერნს“ სანეს ტრანსფერში შეეცილება
„ლივერპული“ „ბაიერნს“ სანეს ტრანსფერში შეეცილება

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ლეროი სანე „ლივერპულის“ ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება Bild.

გამოცემის ინფორმაციით, „ლივერპულის“ წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებიან სანეს გარშემო შექმნილ მდგომარეობას და „სიტის“ 24 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდებიან.

მერსისაიდელებს მოუწევთ, კონკურენცია გაუწიონ ბუნდესლიგის მთავარ კლუბს, რადგან „ბაიერნი“ უკვე დიდი ხანია, რაც სანეს გუნდში გადმოყვანას ცდილობს. პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გერმანელები მზად არიან, ამ ტრანსფერში 50 მლიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ.

„მანჩესტერ სიტი“ სანეს წასვლას შეეგუა, რადგან ფეხბურთელთან კონტრაქტი 2021 წელს იწურება და ეს უკანასკნელი თავისუფალი აგენტი გახდება.

დატოვე კომენტარი