ლივერპული-ატლეტიკო 2:3 (0:1) - ფაქტები და სტატისტიკა
ლივერპული-ატლეტიკო 2:3 (0:1) - ფაქტები და სტატისტიკა
* დამატებით დროში რვა წუთის ინტერვალში შესრულებულ დუბლამდე, მარკოს ლორენტეს კარეირაში მხოლოდ სამი გოლი ჰქონდა გატანილი.
* 2007 წლის შემდეგ პირველად მოხდა ჩემპიონთა ლიგაზე, როცა წინა გათამაშების ფინალისტები („ლივერპული” და „ტოტენჰემი”) მეოთხედფინალში ვერ გავიდნენ. მაშინ მერვედფინალური დაპირისპირებები წააგეს „ბარსელონამ“ და „არსენალმა“.
* ლორენტე გახდა მეორე მოთამაშე „ატლეტიკოს“ ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე შეცვლაზე შესვლის შემდეგ შეასრულა დუბლი. პირველად ეს გააკეთა სერხიო აგუერომ 2009 წელს „ჩელსის“ წინააღმდეგ.
* იურგენ კლოპმა 2015 წლის შემდეგ პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო მატჩი. ხუთი წლის წინ, კლოპის „დორტმუნდი” საკუთარ მოედანზე დამარცხდა „იუვენტუსთან” (0:3).
ლივერპული-ატლეტიკო 2:3 დ. დ. (0:1)
გოლები: 1:0 ვეინალდუმი (43), 2:0 ფირმინო (94), 2:1 ლორენტე (97), 2:2 ლორენტე (105+1), 2:3 მორატა (120+1)
ლივერპული: ადრიანი – ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი – ჰენდერსონი (106. ფაბინიო), ვეინალდუმი (106. ორიჯი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (82. მილნერი) – სალაჰი, მანე, ფირმინო (113. მინამინო).
ატლეტიკ: ობლაკი – ტრიპიერი (91. ვრსალკო), სავიჩი, ფელიპე, რენან ლოდი – კოკე, საული, თომასი, კორეა (106. ხიმენესი) – დიეგო კოშტა (56. ლორენტე), ჟოაო ფელიქსი (103. მორატა).