ლივერპული-არსენალი 3:1 - იურგენ კლოპის გუნდი პრემიერლიგის მესამე ლიდერი გახდა (ვიდეო)
ლივერპული-არსენალი 3:1 - იურგენ კლოპის გუნდი პრემიერლიგის მესამე ლიდერი გახდა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტური ლიდერების მატჩით დასრულდა – „ლივერპულსა“ და „არსენალს”ორიდან ორი მოგება ჰქონდათ.

როგორც ყოველთვის, „ლივერპული“ „ენფილდზე” დომინირებდა (77 პროცენტი ბურთის ფლობა და 7-0 დარტყმების შეფარდება პირველ 25 წუთში). მაგრამ ანგარიში „არსენალმა“ გახსნა – რობერტსონი უხეშად შეცდა და იდეალური პასი გამოუვიდა ლაკაზეტზე, რომელმაც ახლოდან უპრობლემოდ გაიტანა.

„ლივერპულმა“ ძალიან მალე უპასუხა – სამ წუთში მანემ სალაჰის დარტყმულს დაამატა, ექვსი წუთში კი რობერტსონმა დაცვაში შეცდომა გოლით გამოასწორა – ალექსანდერ-არნოლდის პასს ჩაუსაფრდა – 2:1.

რობერტსონი პრემიერლიგის ბოლო რვა მატჩიდან შვიდში მონაწილეობდა გოლებში – 2 გოლი და 5 შედეგიანი პასი.

მეორე ტაიმში „არსენალს“ ჰქონდა მომენტები – ერთხელ ალისონმა გადაარჩინა ჩემპიონი ლაკაზეტის ერთი ერთზე გასვლის შემდეგ. ამის შემდეგ, კი დიოგო ჟოტამ პირველი გოლი გაიტანა „ლივერპულისთვის“ – 3:1. პორტუგალიელმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, მაგრამ სამჯერ მოასწრო კარში დარტყმა. ჟოტა გახდა მე-13 ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგაში „ლივერპულის“ რიგებში დებიუტი გოლით აღნიშნა. გარდა ამისა, მისი გოლი მე-400 იყო კლოპის „ლივერპულისთვის“.

„ლივერპული“ პრემიერლიგაში „ენფილდზე“ 61 მატჩია არ მარცხდება. შინ წაუგებელი სარეკორდო სერია ჟოზე მოურინიოს „ჩელსის“ ჰქონდა – 86 მატჩი.

„არსენალს“ ძალიან უჭირს სტუმრად გრანდების წინააღმდეგ. 2015 წლიდან მოყოლებული, გუნდი ვერაფრით ახერხებს გასვლაზე მოგებას ცხრილის TOP6-ში მყოფი გუნდების წინააღმდეგ. ეს სერია უკვე 28 მატჩს უტოლდება.

იურგენ კლოპის გუნდი შეუერთდა კიდევ ორ ლიდერს – „ევერტონსა“ და „ლესტერს“. ამ ტრიოს სამ ტურში სამი მოგება და ცხრა ქულა აქვს.