„ლივერპული“ ალექსანდერ ისაკში სარეკორდო თანხას გადაიხდის #1TVSPORT
„ლივერპული“ ალექსანდერ ისაკში სარეკორდო თანხას გადაიხდის #1TVSPORT

მოჰამედ სალაჰთან და ვირჯილ ვან დეიკთან კონტრაქტების გაგრძელების შემდეგ, პრემიერლიგის ლიდერი „ლივერპული“ მზად არის 120 მილიონი ფუნტი გადაიხადოს „ნიუკასლის“ ფორვარდის ალექსანდერ ისაკის სანაცვლოდ. ამის შესახებ წერს გამოცემა GiveMeSport.

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა ზაფხულში დიდ სატრანსფერო კამპანიას გეგმავს, ისაკი კი შეტევის გაძლიერების მთავარი სამიზნეა. შვედი ფორვარდის კონტრაქტი „ნიუკასლთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში და მისი ხელფასი კვირაში 120 ათას ფუნტს უტოლდება. „ლივერპული“ მზად არის მნიშვნელოვნად გაზარდოს ფეხბურთელის ანაზღაურება, თუ მის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწევს.

„ლივერპულისთვის“ დამატებითი უპირატესობა ის არის, რომ ისაკის მიმართ ინტერესი შენელდა „ჩელსისა“ და „არსენალის“ მხრიდან. მათ უარი თქვეს ფორვარდის შეძენაზე მისი მაღალი სატრანსფერო ფასის გამო.