ზაფხულში „ლივერპულის“ პრიორიტეტი ალექსანდერ ისაკის შეძენა იქნება, – ინფორმაციას „ტაიმსის“ ჟურნალისტი მარტინ ჰარდი ავრცელებს.
მიმდინარე სეზონში ისაკი „ნიუკასლის“ ერთ-ერთი ლიდერია. პრემიერლიგაში ჩატარებულ 24 შეხვედრაში მან 19 გოლი გაიტანა. ამასთან ერთად, მის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაა.
რაც შეეხება „ლივერპულს“, არნე სლოტის გუნდი ინგლისის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს, თუმცა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე პრობლემა აქვს. კლუბი, სავარაუდოდ, ურუგვაელ დარვინ ნუნიესს შეელევა.
შვედეთის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი „ნიუკასლს“ 2022 წელს „რეალ სოსიედადიდან“ 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.