„ლივერპული“ ახლოს არის „პორტუს“ საუკეთესო ბომბარდირის შეძენასთან #1TVSPORT
„ლივერპული“ ახლოს არის „პორტუს“ საუკეთესო ბომბარდირის შეძენასთან #1TVSPORT

„პორტუს“ შემტევი ნახევარმცველი ლუის დიასი ახლოსაა პრემიერლიგაში გადასვლასთან.

Caracol Radio-ს ჟურნალისტის სეზარ აუგუსტო ლონდონიოს მონაცემებით, პორტუგალიური კლუბის საუკეთესო ბომბარდირს „ლივერპული“ შეიძენს. ტრანსფერის თანხა 71.7 მილიონი ევრო იქნება.

ასე რომ, კოლუმბიელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მერსისაიდელები უკან ჩამოიტოვებენ „ნიუკასლს“, რომელმაც ასევე მიმართა წინადადებით „პორტუს“.

„ლივერპული ცდილობს, რაც შეიძლება მალე დახუროს ტრანსფერი, რადგან გუნდის შემტევები მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე აფრიკის თასზე სათამაშოდ მიემგზავრებიან.

მიმდინარე სეზონში ლუის დიასმა პორტუგალიის ჩემპიონატის 15 მატჩში 12 გოლი გაიტანა.